აკადემიური თანამდებობები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია
გამოქვეყნდა: 19 მაი / განახლდა: 24 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
თანდართული ფაილი: 141824-academy-apps.zip
სსიპ - საქართველოს შსს აკადემია აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:

1. სამართლის სკოლის პროფესორის (3 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

** 1 (ერთი) საშტატო ერთეული - სისხლის სამართლის მიმართულებით;
** 1 (ერთი) საშტატო ერთეული - საკონსტიტუციო სამართალის მიმართულებით;
** 1 (ერთი) საშტატო ერთეული - კერძო სამართალის მიმართულებით.

2. სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის (2 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

** 1 (ერთი) საშტატო ერთეული - კრიმინალისტიკის მიმართულებით;
** 1 (ერთი) საშტატო ერთეული - კერძო სამართალის მიმართულებით.

3. სამართლის სკოლის ასისტენტ პროფესორის (2 პოზიცია) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

** 1 (ერთი) - სისხლის სამართლის მიმართულებით;
** 1 (ერთი) - ადმინისტრაციული სამართალის მიმართულებით.

4. სამართლის სკოლის ასისტენტის (1 პოზიცია) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კერძო სამართლის მიმართულებით.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება (დანართი N1);
** კონკურსანტის ანკეტა (დანართი N2) მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი - Word და/ან PDF);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
** სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
** სამეცნიერო კვლევების კონცეფცია (პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში)
** სამოტივაციო წერილი (ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში)

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება (დანართი N1);
** კონკურსანტის ანკეტა (დანართი N2) მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი - Word და/ან PDF);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოქტორანტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;
** სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
** სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
** შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
** სამოტივაციო წერილი.

ძირითადი კრიტერიუმი:

** პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
** ასოცირებულ პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
** ასისტენტ - პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
** ასისტენტად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი;

დამატებითი კრიტერიუმი:

საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტს შესაძლებელია ეთხოვოს საცდელი ლექციის, ან ისეთი აქტივობის განხორციელება, რაც გამოდგება კონკურსანტის სრულყოფილად შეფასების დამატებით კრიტერიუმად.

კონკურსის ეტაპები:

** საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმება;
** გასაუბრება.

დროებითი საკონკურსო კომისია კანდიდატების შერჩევას და შეფასებას ახორციელებს სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2017 წლის 10 მაისის N1101523 ბრძანების შესაბამისად.

აკადემიური პერსონალის მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი, ასევე პედაგოგიური დატვირთვა და ანაზღაურება განისაზღვრება აკადემიის რექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N306104 და 2017 წლის 01 მარტის N503504 ბრძანებებით.

საკონკურსო დოკუმენტაცია 2017 წლის 20 ივნისიდან 2017 წლის 26 ივნისის ჩათვლით (შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენებისა და უქმე დღეების გარდა) 9:30-დან 17:30 საათამდე წარედგინება აკადემიის კანცელარიას (მის.: ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქ. 4).

დროებითი საკონკურსო კომისია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს 2017 წლის 27 ივნისიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხოლო შემაჯამებელი ოქმის აკადემიის რექტორისათვის წარდგენა არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა. აკადემიის რექტორის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შემაჯამებელი ოქმის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

აღნიშნული აკადემიური კონკურსის გამოცხადების და საკონკურსო კომისიის წევრების შესახებ იხილეთ აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 19 მაისის N1179969 ბრძანება "სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის მიერ აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების და დროებითი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ"

დამატებითი ინფორმაცია:

** სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის მიერ გამოცხადებულ აკადემიურ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა სრულყოფილად უნდა შეავსოს განცხადება (დანართი N1) და და დაურთოს მას ანკეტა (დანართი N2).
** ანკეტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.
** კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ დაუშვებელია წარმოდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება, ერთზე მეტ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.
** კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება მიღებას და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
** კონკურსის დასრულების შემდეგ შედეგები გამოქვეყნდება აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.policeacademy.gov.ge

საკონტაქტო პირები:

** აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - თამარ მემანიშვილი, მობ.: 577 152001
** აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი - თამარ გვარამაძე, მობ.: 577 172277
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე