სუპერვაიზერი - ქუთაისი/სამეგრელო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სუპერვაიზერი - ქუთაისი/სამეგრელო
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 5 ივნ
სადისტრიბუციო კომპანია "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისი/სამეგრელო სუპერვაიზერის პოზიციაზე.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტების დისტრიბუციას 2002 წლიდან.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზატორული და ლიდერული უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დისციპლინირებულობა
** სხარტი აზროვნება
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი

აუცილებელი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** უმაღლესი განათლება
** ასაკი: 25 წლიდან 35 წლამდე
** სუპერვაიზერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია რუსული ენის ცოდნა
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა
** მერჩენდაიზინგის საფუძვლიანად ცოდნა
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან
** საკუთარი ავტომანქანა და მართვის მოწმობა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის დეტალური ცოდნა
** მომხმარებელთან მოლაპარაკების ეფექტური წარმოება
** ორიენტირებულობა გაყიდვების ზრდაზე
** გაყიდვების გეგმის შემუშავება, ანალიზი და კონტროლი
** გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა
** დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა
** რეპორტინგი მენეჯერთან.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: g.kenchadze@holding.com.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე