სასერთ. პროგრამები ექთნებისთვის, ექთნის დამხმარეებისთვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერთ. პროგრამები ექთნებისთვის, ექთნის დამხმარეებისთვის
მომწოდებელი: პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" საქართველოს წარმომადგენლობა, ემორის უნივერსიტეტთან (აშშ, ატლანტა) ერთობლივი სასერთიფიკატო სახელობო საექთნო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში, შემდეგ სასერთიფიკატო პროგრამებზე:

** ზოგადი საექთნო საქმის კურსი (თეორიული და პრაქტიკული კურსი)
** სხვადასხვა საექთნო სპეციალობის კურსები (თეორიული და პრაქტიკული კურსები)
** საექთნო პროცედურები და მანიპულაციები (პრაქტიკული კურსი).

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
ასაკი: შეუზღუდავი.

დიპლომირებულ ექთნებს და ექთნის დამხმარეებს გთავაზობთ ზოგად საექთნო და სხვადასხვა განყოფილების სასერთიფიკატო კურსებს, როგორც თბილისის მასშტაბით, ისე რეგიონებში:

1. ზოგადი საექთნო კურსი:

** ხანგრძლივობა თბილისში - 5 კვირა.
** ხანგრძლივობა საქართველოს რეგიონებში - 4 კვირა.

2. სხვადასხვა საექთნო სპეციალობის კურსები:

** პედიატრიული განყოფილების ექთნის ზოგადი კურსი - 5 კვირა;
** გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექთნის კურსი - 4 კვირა;
** ზოგადი ქირურგიული განყოფილების ექთნის კურსი - 4 კვირა;
** კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექთნის კურსი -4 კვირა;
** სამეანო განყოფილების ექთნის კურსი - 3 კვირა;
** ამბულატორიის ექთნის კურსი - 5 კვირა;
** სასტერილიზაციოს ექთნის კურსი - 4 დღე.

მიმართულებითი კურსების სპეციფიკიდან გამომდინარე, კურსზე მსმენელი დაიშვება მხოლოდ ზოგადი საექთნო საქმის ტრეინინგის გავლის შემდეგ.
თბილისის ჯგუფების მსმენელები გადამზადდებიან დილის ან საღამოს ცვლაში კორპორაციის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მაღალტექნოლოგიურ ბაზაზე.

რეგიონებში მოქმედი კლინიკებისთვის მიმდინარეობს ექთნების გადამზადება ადგილზე როგორც კორპორაციის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი სასწავლო პროგრამით, ისე კლინიკის მოთხოვნების შესაბამისად, კორპორაციის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმით.

კლინიკებისთვის, პროფილიდან და მენეჯმენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლებელია სინთეზური სასერთიფიკატო ტრეინინგ-კურსის შეთავაზება. კურსი მოიცავს აუცილებელ ზოგად საექთნო საქმის კურსსა და კლინიკის მოთხოვნილ რომელიმე მიმართულებითი საექთნო საქმის კურსის სინთეზურ სასწავლო პროგრამას.
აღნიშნული სპეციფიური სინთეზური ტრეინინგ-კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა მხოლოდ ერთი სერთიფიკატი.

3. საექთნო პროცედურები და მანიპულაციები:

პრაქტიკული კურსი ექთნებისა და ექთნის დამხმარეებისთვის

ხანგრძლივობა: 5 დღე.

კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" საექთნო სერთიფიცირების ცენტრი ექთნებს და ექთნის დამხმარეებს გთავაზობთ ცალკე პრაქტიკულ კურსს საექთნო პროცედურებსა და მანიპულაციებში.

სასწავლო ცენტრი მოწყობილია სპეციალურად სამედიცინო დაწესებულების გარემოს შესაბამისად და აღჭურვილია ყველა სახის თანამედროვე სიმულაციური მულაჟით (სასწავლო სამედიცინო მანეკენებით), რაც მსმენელებს უადვილებს პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, დახელოვნებას და რეალურ კლინიკურ გარემოში დაკისრებული მოვალეობებისთვის თავის გართმევას.

გაიცემა პრაქტიკული კურსის სერთიფიკატი.
კლინიკების შემთხვევაში, კურსის ჩატარება შესაძლებელია ადგილზე.

კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" წარმოადგენს აშშ, ატლანტაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციის - "Partners For International Development" - წარმომადგენლობას საქართველოში.

2010 წლის 1 მარტიდან კორპორაცია "პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის" ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და საექთნო სკოლებთან თანამშრომლობით ახორციელებს სასერთიფიკატო სასწავლო პროგრამებს დიპლომირებული ექთნებისთვის და ექთნის დამხმარეებისთვის საქართველოში. დღემდე გადამზადების პროგრამები გაიარა 4000-ზე მეტმა ექთანმა, მათ შორის 600-მდე რეგიონებიდან.

სასერთიფიკატო პროგრამებზე რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

მობ: (+995) 593 515532, (+995) 591 900873
ტელ/ოფისი: (032) 2 747408 (11:00 - 17:00)
ელ.ფოსტა: pfidedu@gmail.com ან zardiashvilinini@gmail.com
ვებ-გვერდი: www.pfid.ge
მის: ქეთევან წამებულის გამზირი 65. (0144)
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე