მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სავსე სენდვიჩები
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
"სავსე"-ს პრიორიტეტია მოტივირებული კადრების მოზიდვა სერვისის სფეროში, რაც მიზნად ისახავს სწრაფი კვების ობიექტების ქსელის განვითარებას. წარმოდგენილია ძირითადი ასორტიმენტი: სენდვიჩები, სალათები, საკონდიტრო ნაწარმი, ყავა და გამაგრილებელი სასმელები.

გაყიდვების დეპარტამენტში ცხადდება ვაკანსია მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს მდებარეობა:

1. 1. კულტურის სამინისტროს შენობის ფოიეში - სანაპიროს #4,
2. ბიზნეს ცენტრში საბურთალოზე, გამრეკელის #19:

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი: თვეში 300 ლარი (ხელზე ასაღები);
** პროცენტული ბონუსი რეალიზაციიდან, რაც დამოკიდებულია კანდიდატის მიერ რეალიზებული პროდუქციის ოდენობაზე. დამატებით დეტალები ცნობილი გახდება გასაუბრების პერიოდში;
** სამუშაო საათის ოდენობა: კვირაში 45-50 საათი (კვირაში ერთი დღე დასვენება);
** დამატებითი სარგებელი: ყოველდღიური საკვებით, ლანჩ მენიუთი უზრუნველყოფა.

კანდიდატს ჩაუტარდება ტრეინინგი როგორც გაყიდვებში, ასევე შესაბამისი სააღრიცხვო საქმის წარმოებაში და პროდუქციის სარეალიზაციოდ მომზადებაში. კანდიდატები შეისწავლიან ბარისტას უნარებს.

წარმატებულ და მოტივირებულ თანამშრომლებს აქვთ როგორც შემოსავლის ზრდის, ასევე კარიერული წინსვლის პერსპექტივა.

ძირითადი მოთხოვნები და მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სერვისის გაწევა;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა,
** ორიენტირი პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** მსგავსი სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა სავადებულო არ არის;
** უმაღლესი განათლება არ მოითხოვება;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა: სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი ელექტრონული CV და ფოტოსურათი გადმოაგზავნოთ ჩვენს facebook-ზე "სავსე სენდვიჩები" ან გადმოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mr.mercergeorgia@gmail.com

განაცხადების განხილვის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

გმადლობთ დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე