მოპედით მოსიარულე კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოპედით მოსიარულე კურიერი
მომწოდებელი: UniPost
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
შპს "უნივერსალური ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას მოპედით მოსიარულე კურიერის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი ნებისმიერი პროფილით;
** სასურველია 3-6 თვიანი სამუშაო გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია მართვის მოწმობა A კატეგორია (კანდიდატმა აუცილებლად უნდა იცოდეს მოტოციკლის მართვა);
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე;
** გასაუბრება.

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს სასიამოვნო სამუშაო გარემოს და განვითარების პერსპექტივას.

გთხოვთ, გადმოგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: hr@unipost.ge და ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. არასრული განცხადებები არ განიხილება. გთხოვთ, თავი შეიკავოთ სატელეფონო ზარებისა და ვიზიტებისგან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე