სოციალური მუშაკი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მუშაკი - ახალციხე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 4 ივნ
"World Vision საქართველო" აცხადებს კონკურსს სოციალური მუშაკის პოზიციაზე.

პოზიციის კოდი: WVG-Social Worker
ადგილმდებარეობა: ახალციხე
განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
კონტრაქტის ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება (ივნისი, 2017 - სექტემბერი, 2017, შემდგომი გაგრძელების პირობით)

"World Vision"-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ხუთ კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. ეს არის ადამიანთა დახმარებაზე, განვითარებასა და ადვოკატირებაზე მიმართული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უსამართლობის დასაძლევად.

სამხარეო განვითარების პროგრამა არის გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს თემის განვითარებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის. პროგრამა სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში ახორციელებს სისტემურ და სისტემატიურ ჩარევებს: 1. ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, 2. ახალგაზრდების გაძლიერება და ჩართულობა და 3. ბავშვთა ადრეული განვითარება.

პოზიციის მიზანი:

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა მისი პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში ავითარებს მომსახურებებს და სისტემებს ბავშვთა კეთილდღეობის და დაცვის უზრუნველსაყოფად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ბავშვთა დაცვის რეფერალური მექანიზმის განვითარების და გაძლიერების ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე და თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმისათვის, რომ სისტემა ამ მხრივ იყოს გაძლიერებული და ერგებოდეს მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების საჭიროებებს.

პოზიციის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხელი შეუწყოს და კოორდინირება გაუწიოს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დანერგვას. კერძოდ, ადგილობრივი სოციალური მუშაკი, რეფერირების ბრძანების და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დამტკიცებული შიდა ინსტრუქციების შესაბამისად მოახდენს ამ პროცესში მუნიციპალიტეტის ხელშეწყობას/დახმარებას.

ძირითადი მოვალეობები:

** გამგეობის თანამშრომლებისაგან ბავშვზე განხორციელებული ძალადობის, ძალადობაზე საფუძვლიანი ეჭვის ან სავარაუდო ძალადობის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე ვიზიტის განხორციელება შესბამისი ვადების დაცვით;
** გამოვლენილი ფაქტის შესწავლა, შეფასება და შესაბამისი რეგირება;
** თითოეული შემთხვევის აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა ჩართულ მხარეებთან, როგორც მუნიციპლალიტეტის გამგეობის თანამშრომლებთან, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციის თანამშრომლებთან;
** ინფორმაციის გაცვლა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე ამ პროცედურებში მონაწილე მხარეებს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით;
** ჩართულ მხარეებთან შეხვედრების ორგანიზება/მონაწილეობა პროცესის მიმდინარეობის შეფასებისა და წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზების დასახვის მიზნით;
** ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

** ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი
** ბავშვთა უფლებების კონვენციის ცოდნა
** ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ცოდნა
** საბაზისო კომპიუტერული უნარები
** კომუნიკაციის, მოლაპარაკების უნარი
** სოციალური მუშაობის პრინციპების ცოდნა
** სოციალური მუშაკის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org. გთხოვთ, პოზიციის კოდი "WVG-Social Worker" მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთა დაბარება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 4 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე