სადაზღვევო აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სადაზღვევო აგენტი
მომწოდებელი: აი სი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 29 მაი
სს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ და გამომუშავებით ანაზღაურება
** დაწინაურების პერსპექტივას
** ტრეინინგს სადაზღვევო პროდუქტებსა და გაყიდვების ტექნიკებში.

გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (არაანაზღაურებადი).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აპლიკანტის მინიმალური ასაკი: 18 წელი
** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** თვითპრეზენტირების უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
** საცალო სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება და რეალიზება;
** არსებული პორტფელის ფარგლებში მომხმარებლების მომსახურება;
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
** ანგარიშების მომზადება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@icgroup.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სადაზღვევო აგენტი" (ლათინური შრიფტით).

განაცხადები მიიღება 2017 წლის 29 მაისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე