იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 22 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
"ორი ნაბიჯი" პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.

2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება. ამჟამად, კომპანია ფლობს 93 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში. დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.

ამჯერად, მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება
** სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შემდგომი რეაგირება
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა
** სამართლებრივი ხასიათის კორესპონდენციის მომზადება
** წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში
** მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა
** დავალების შესაბამისად სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (სავალდებულო)
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება (სავალდებულო)
** სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარ-შესაძლებლობები:

** ანალიტიკური უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** აქტიური, მიზანმიმართული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე HR@orinabiji.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე