გამყიდველი-ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გამყიდველი-ბარისტა
მომწოდებელი: კაფე-მაღაზია უცებ
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
კაფე-მაღაზია "უცებ" მოხარული იქნება თავის გუნდში იხილოს თავაზიანი, მეგობრული და პასუხისმგებლობის მქონე წევრი გამყიდველი-ბარისტას პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მომხმარებელთა სწრაფი და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის შესახებ;
** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება (ყავის აპარატით);
** ტოსტის, სენდვიჩის და ფრის სწრაფი მომზადება (შესაბამისი აპარატურით);
** ობიექტზე წესრიგის და სისუფთავის დაცვა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება.

მოთხოვნები:

** კანდიდატს არ მოეთხოვება სამუშაო გამოცდილება ან დამატებითი კვალიფიკაცია.
** თავაზიანი, მეგობრული, კეთილგანწყობილი.
** პასუხისმგებლობის მქონე და ორგანიზებული.
** დაკვირვებული და ყურადღებიანი.
** გამართული, კარგი მეტყველების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე, თვეში 15 სამუშაო დღე (სამუშაო დღეების განაწილება შეთანხმდება მენეჯერთან).
ანაზღაურება: ნამუშევარი დღეების მიხედვით + ყოველთვიური ბონუსი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: utseb@yahoo.com 2017 წლის 30 მაისამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე