სხვადასხვა - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა - შეკვეთილი
მომწოდებელი: ივერია ელლი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "ივერია ელლი" შეკვეთილში, ზღვის სანაპიროზე, აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: სასტუმროს ადმინისტრატორი, მიმღები ოპერატორი, მიმტანი, შეფ-მზარეული.

ყველა თანამდებობისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა,
** გუნდში მუშაობის უნარი,
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება,
** ფიზიკური ჯანმრთელობა, აქტივობა, მოქნილობა და გამძლეობა, ხანგრძლივად ფეხზე დგომის უნარი, ან ღამის საათებში მუშაობის უნარი.

სასტუმროს ადმინისტრატორის მოვალეობებია:

**სტუმრების მიღება და განთავსება,
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება,
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება,
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება,
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება,
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული პროგრამების განახლება და მონიტორინგი,
** სასტუმროს სერვისის მუდმივი კონტროლი,
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სწორი კოორდინირება.

სასტუმროს ადმინისტრატორს მოეთხოვება ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის ზოგადი ცოდნა.

სასტუმროს მიმღები ოპერატორის მოვალეობებია:

** ღამის საათებში მუშაობა,
** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება-განთავსება, გასტუმრება,
** სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა, სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება,
** ჯავშნების ჩაბარება და პროგრამაში შეყვანა,
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება,
** ოთახების მონიტორინგის უზრუნველყოფა,
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება.

მიმტანის მოვალეობებია:

** სტუმრების მომსახურება, მენიუს შეთავაზება,
** კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება,
** შეკვეთის დროული მიტანა,
** დარბაზის სისუფთავის კონტროლი, ჰიგიენური ნორმების დაცვა,
** ანგარიშსწორება.

შეფ-მზარეულს მოეთხოვება:

** სასტუმროში შეფ-მზარეულად მუშაობის გამოცდილება,
** შვედური სტილით კვების ორგანიზების გამოცდილება,
** სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი,
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა,
** ლიდერობა - გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული და კვალიფიციური.

შეფ-მზარეულის მოვალეობებია:

** შეკვეთების დროულად და ეფექტურად მომზადება,
** სამზარეულოს საწყობის მართვა,
** საკვები პროდუქციის მომზადების და მომსახურების ხარისხის კონტროლი, ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვა,
** კალკულაციების გამოთვლა,
** დაქვემდებარებული მზარეულების მართვა,
** სასტუმროს ყველა კვებითი საკითხის ორგანიზება.

სასტუმრო უზრუნველყოფს 2-ჯერად კვებას და ნომერში განთავსებას.
ანაზღაურება: ფიქსირებული.
პერიოდი: ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე (სამი თვე).

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, ელფოსტაზე: iveriaeli@gmail.com გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და მიუთითოთ სასურველი შემოსავალი, საკონტაქტო ნომერი. სასათაურე ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე