პროდუქტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროდუქტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული მოსავალი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
შპს "ქართული მოსავალი" (საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი) აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სექტორი: სოფლის მეურნეობის პროდუქტების დისტრიბუცია
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერილობა:

** არსებული პროდუქტების მართვა
** არსებული პროდუქტების პოზიციონირებაში, სტრატეგიასა და მიზნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება
** მიზნებზე, სტრატეგიაზე და კონკურენციაზე ორიენტირებული ინიციატივები შესაბამისი პროდუქტების მიხედვით
** სტანდარტიზაციაზე და დახვეწაზე ორიენტირებული ინიციატივები პროდუქტების მიხედვით
** ბაზრის ანალიზი, ბაზრის ცვლილებების კონტროლი და მათი შესწავლა
** არსებული პროდუქტების ჭრილში მსოფლიო ტენდენციების და სიახლეების აღმოჩენა და შესწავლა
** ახალი ინიციატივების შეფასება, მიზანშეწონილობის განსაზღვრა, საუკეთესო ვარიანტების შერჩევა და განსახილველად წარდგენა
** მიზნებზე ორიენტირებული აქციების ინიცირება და დაგეგმვა პროდუქტების მიხედვით
** ყველა პროდუქტზე დეტალური აღწერილობის მომზადება
** შექმნილ პროდუქტზე, აქციაზე და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების და/ან ტრეინინგების ჩატარება
** პროდუქტის შეკვრა და მენეჯმენტთან დასამტკიცებლად წარდგენა
** მენეჯმენტთან ერთად წლიური გეგმების დასახვა და შემდგომ მათი სისრულეში მოყვანის უზრუნველყოფა
** მარკეტინგული კვლევების ინიცირება და მონიტორინგი, რომელიც მიმართული იქნება არსებული და ახალი პროდუქტების ტესტირებისთვის, მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირებისთვის
** შესაბამის რგოლებთან ერთად დავალებების პრიორიტეტების განსაზღვრა და პრიორიტეტების მიხედვით დანერგვის ვადების განსაზღვრა.

კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში
** სასურველია სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების და/ან მარკეტინგის სფეროში
** ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა გამოცდილება და უნარები თანხვედრაშია მოთხოვნებთან, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე: hr@geodairy.ge არაუგვიანეს 2017 წლის 31 მაისისა. გაცნობებთ, რომ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება მესამე პირზე გადაცემა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე