სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში (დასაქმების პერსპექტივით).

"Global Beer Georgia" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშე ხდება და აქტიურ ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს. კომპანია თავად წარმართავს სრულს პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-25 წელი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** ზეპირსიტყვიერი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე