ქოლ-ცენტრის ოპერატორი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: მკითხველი
გამოქვეყნდა: 19 მაი / ბოლო ვადა: 19 ივნ
კომპანია "მკითხველი" საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს; ასევე, უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას; ამასთანავე, ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

ცხადდება ვაკანსია შემდეგ პოზიციაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისსა და ქუთაისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
** სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი - MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** ენერგიულობა და სისხარტე;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com (თბილისი) ან mkitkhveli@yahoo.com (ქუთაისი) და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და "ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მე-3 სართული, ოთახი 301.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე