შოურუმის კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: კომპანია ალბატროსი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
კომპანია "ალბატროსი" ლიდერია მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების სფეროში, რომელიც 15 წელზე მეტია სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას თავის მომხმარებელს.

კომპანია "ალბატროსი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მიღება შოურუმში;
** მომხმარებლისათვის შოურუმის დათვალიერება და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანობის შესახებ;
** კომპანიაში დამზადებული პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება: ხარისხზე, ასორტიმენტი, შესაძლებლობებზე;
** მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაციისა და მისი მოთხოვნის რეგისტრაცია პროგრამაში;
** ყოველი თვის ბოლოს რეპორტის წარმოდგენა შოურუმში სტუმრების შესახებ (ინფორმაცია, სურვილი, შედეგი, დახასიათება) და ანალიზი.
** ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ და ფასწარმოქმნის შინაარსის დასაბუთება.
** საჭიროებისამებრ, ქოლ-ცენტრიდან გადმორთულ ზარებზე პასუხი;
** კომპანიაში დადგენილი მომსახურების სტანდარტების მკაცრი დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელს დროული ინფორმირება იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს შოურუმის (და/ან კონკრეტული სტრუქტურული ერთეულის) გამართულ მუშაობას.
** წინამდებარე სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** მოქმედი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების, შიდა ნორმატიული და გარე ინსტრუქციების, კომპანიის შინაგანაწესის, სამსახურის დებულების დაცვა;
** კომპანიის იმიჯის დაცვა;
** კომპანიის კონფიდენციალობის მკაცრი დაცვა;

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სქესი (მდედრობითი/მამრობითი);
** სასიამოვნო გარეგნობა;
** გამართული მეტყველება;
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მომხმარებლის დარწმუნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;

სამუშაო პირობები:

ორშაბათი - შაბათი 09:00 დან - 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი
შერჩეული კანდიდატი გაივლის 10 - დღიან საგამოცდო ვადას.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (შოურუმის კონსულტანტი ბათუმში).

CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@albatross.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე