უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: m² უძრავი ქონება
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 2 ივნ
სს "m2 უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ: სს "m² უძრავი ქონება" დაარსდა 2006 წელს და კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით. m² - მისიაა გახდეს ცხოვრების უკეთესი ხარისხის შემქმნელი საქართველოში და ასოცირდებოდეს ადამიანებისათვის კომფორტულ და თანამედროვე ცხოვრების წესთან.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გაქირავება;
** მაცხოვრებლების დაკვეთის შესაბამისად ბინებისა და კომერციული ფართების გაქირავება;
** საიჯარო კონტრაქტების გაფორმება და საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;
** მიმდინარე კონტრაქტების ვადების კონტროლი;
** გაქირავების პლატფორმის შემუშავება-ბაზები, ვებ საიტი, ა.შ.
** უძრავი ქონების შეფასება საჭიროებისამებრ.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საბროკერო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უძრავი ქონების შეფასების გამოცდილება.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);
** ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** მოტივაცია და ენერგიულობა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: m2jobs@m2.ge არაუგვიანეს 2017 წლის 02 ივნისისა (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე