ავტო-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტო-შემფასებელი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტო-შემფასებლის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის დათვალიერება და შეფასება (პირადად ან ფოტომასალაზე დაყრდნობით) მისი მდგომარეობის, ასაკის, კომპლექტაციისა და გარბენის გათვალისწინებით;
** ძარის დათვალიერება მასზე აშკარა და ფარული დაზიანებების აღმოჩენის მიზნით;
** ავტომობილის შეფასების შესახებ დასკვნის მომზადება; შეფასების საფუძველზე სესხის ოდენობის განსაზღვრა;
** საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის დიაგნოსტიკის ორგანიზაცია და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება ფასის განსაზღვრის მიზნით;
** ავტო-სესხის განაცხადის ონლაინ მიღება, დამუშავება და ოპერატიული რეაგირება;
** მჭიდრო ურთიერთობა სესხის კოორდინატორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიული/უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტო-შემფასებლის პოზიციაზე ან საავტომობილო ინდუსტრიაში;
** ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა;
** საავტომობილო ბაზრის - ფასწარმოქმნის მექანიზმების ცოდნა;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 07:00-16:00;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 31.05.2017. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Automobile Appraiser".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე