მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 8 ივნ
"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - ლიდერი კომპანია HoReCa სექტორში აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (სერვისის თანამშრომელი) პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
** სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
** სტუმრებისთვის დღის შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
** კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
** სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
** სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
** სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
** სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება);

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** მომსახურების სანიმუშო მანერები;
** გამართული მეტყველება;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი გამოცდილება.

თუ გინდათ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@mgroup.ge 2017 წლის 08 ივნისამდე. გთხოვთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მიმტანი.

მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე