კონკურსი მეფუტკრეობის ინვენტარის, მოწყობილობების შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონკურსი მეფუტკრეობის ინვენტარის, მოწყობილობების შესყიდვაზე
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
თანდართული ფაილი: 141745-zrda-rfq.zip
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეყწობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

ამჟამად, Zrda აცხადებს კონკურსს # 019-4004A-001(00)-P-2017 მეფუტკრეობის ინვენტარის და მოწყობილობების შესყიდვაზე.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი შეთავაზება არაუგვიანეს 2017 წლის 30 მაისისა, 18:00 შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: subawards@zrda.ge

გთხოვთ თქვენი ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ RFQ # 019-4004A-001(00)-P-2017.

დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე