ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 31 მაი
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ტრენერის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის და მისი პარტნიორების თანამშრომლებისთვის სატრენინგო პროგრამების მომზადება და ჩატარება;
** სატრენინგო მასალების მოძიება, დამუშავება და სასწავლო სახელმძღვანელოების შექმნა;
** სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია;
** ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების საორგანიზაციო მხარის უზრუნველყოფა;
** სხვა ფუნქციების შესრულება მოთხოვნების შესაბამისად.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ფინანსურ სექტორში);
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგის ხარისხი);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გამართული მეტყველების უნარს);
** სასურველია TOT-ის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მაისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე