საცალო გაყიდვების ქსელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: საგა იმპექსი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 30 მაი
შპს "საგა იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ქსელის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია იმავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2წლიანი გამოცდილება (უპირატესად ჩაითვლება ტექნიკისა და სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება)
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებით
** 1C-სთან მუშაობის გამოცდილება (ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საცალო ქსელის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** საცალო გაყიდვების სტიმულირების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** მსხვილი საცალო გაყიდვების პროცესში მონაწილეობა
** მაღაზიებში ნაშთის და შეკვეთების კონტროლი და ოპტიმალური განაწილება
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის მართვა
** გაყიდვების პროცესის რეგულარული მონიტორინგი და ანალიტიკა
** მაღაზიების მენეჯერებისა და თანამშრომლების მართვა და განვითარება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@saga.ge 2017 წლის 30 მაისამდე და სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე