ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ბოდილაინი
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 18 ივნ
ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "ბოდილაინი" 2009 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ამ დარგში. კომპანია ფოკუსირებულია ლაზერულ ეპილაციაზე, სამედიცინო ტექნოლოგიის უკანასკნელი მიღწევებისა და უახლესი თაობის ლაზერის გამოყენებით.

"ბოდილაინი" აცხადებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში არსებული სერვისების შესწავლა;
** სერვისებისა და აქციების შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიცაზია;
** დაინტერესებულ მომხმარებელთა ბაზის მართვა;
** სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროებისამებრ, სხვა დამატებითი მოვალეობების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** უპირატესობა მიენიჭებათ სამუშაო გამოცდილების მქონე ან სტაჟირების პროგრამაში მონაწილე კანდიდატების გაყიდვების მიმართულებით;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია;
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00-მდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე hr@bodyline.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, CV ვაკანსიის დასახელების და ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე