ბუღალტერ-ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერ-ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 18 მაი / ბოლო ვადა: 27 მაი
შპს "სტერეო+" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება.
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება.
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების გატარება პროგრამაში.
** სუპერვაიზერებთან და დილერებთან ურთიერთობა.
** სხვადასხვა შიდა რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (FINA);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა.

უცხო ენების ცოდნა:

** რუსული (სასურველია)
** ინგლისური (სასურველია).

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა
** დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემის გადაჭრის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00 სთ); შაბათი (10:00-15:00 სთ).

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@stereoplus.ge 2017 წლის 24 მაისამდე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე