ქოლ-ცენტრის ოპერატორი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: კონსილიატორი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
"კონსილიატორი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი:

** დღის და საღამოს ცვლა - თბილისი
** სრული განაკვეთი - ქუთაისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკების, საფინანსო და სხვა კომპანიების პრობლემურ მსესხებლებთან (დებიტორებთან) ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება სატელეფონო ზარების მეშვეობით, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, სესხის რესტრუქტურიზაცია;
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** გუნდური მუშაობა სხვა პრობლემურ ექსპერტებთან და პრობლემური ჯგუფის იურისტებთან.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი; მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ასაკობრივი შეზღუდვა არ არის;
** საინტერესო კანდიდატებად განიხილებიან მონათესავე სფეროში გამოცდილების მქონე პირები.

თბილისი:

** სამუშაო საათები: დღის ჯგუფი 09:30 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
** საღამოს ჯგუფი: სამუშაო საათები: 16:00 სთ-დან 21:30 სთ-მდე.

ქუთაისი: სამუშაო საათები: 09:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით 3x4), შემდეგ მისამართზე: career@conciliator.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება და ქალაქი რომელზეც გსურთ რომ განვიხილოთ თქვენი CV.

დამატებითი კითხვებისთვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995 322 23 09 09
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე