კურიერი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურიერი - თბილისი, ქუთაისი
მომწოდებელი: ტელექსი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 2 მაი
კომპანია "ტელექს"-ი აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისსა და ქუთაისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
** "B" კატეგორიის მართვის მოწმობა
** ავტომობილის მართვის გამოცდილება - არანაკლებ 3 წლისა
** სასურველია საფოსტო, საკურიერო მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (მათ შორის ტაქსის, პერსონალური მძღოლის ან ოჯახის მძღოლად მუშაობის გამოცდილება)
** თბილისისა და ქუთაისის უბნებისა და ქუჩების ცოდნა (მათ შორის საქართველოს რეგიონებში გადაადგილების ცოდნა).

ძირითადი მოთხოვნები:

** მომხმარებლისთვის პროდუქტის/მომსახურების დროული მიწოდება
** სამოძრაო ლოკაციებზე მარშრუტის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში მარშრუტის ცვლილება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით
** საკონტროლო-სალარო აპარატზე მუშაობა
** ოდომეტრის მაჩვენებლის მუდმივი კონტროლი
** ავტომობილის დატვირთვა ჩასაბარებელი პროდუქტით
** საჭიროების შემთხევაში თანამშრომელთა დროული, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება
** მომხმარებელთან თავაზიანი სატელეფონო და პირისპირ კომუნიკაცია
** საჭიროებისამებრ, გამომცემლობებში ვიზიტი და ავტომობილის დატვირთვა პროდუქტით
** ავტომანქანის გამართული ფუნქციონირებისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

დამატებითი მოთხოვნები:

** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
** მძღოლის ეტიკეტის ცოდნა
** მომხმარებელთან ურთიერთობა.

აუცილებელი პირობა: დაინტერესებულ კანდიდატებს საკუთარებაში უნდა ჰყავდეთ ავტომობილი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები

** დისციპლინირებულობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** ოპერატიულობა
** პასუხისმგებლიანობა
** გაწონასწორებულობა
** თავაზიანობა.

სამუშაო პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ც. დადიანის ქ. #7.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, მოქნილი გრაფიკი.
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს ყოველთვიური საბონუსე სქემა, შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრება, საკურიერო მომსახურებისა და მომხარებელთან ურთიერთობის ორკვირიანი პრაქტიკული კურსი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მონაცემები საკუთრებაში მყოფი ავტომობილის მარკისა და საწვავის შესახებ, შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: vacancy@telex.ge 2017 წლის 02 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ქალაქი - ასე, მაგ.: "კურიერი/თბილისი" (თუ თბილისში გსურთ მუშაობის დაწყება) ან "კურიერი/ქუთაისი" (თუ ქუთაისში გსურთ მუშაობის დაწყება).

მეტი ინფორმაციისათვის:

დაგვიკავშირდით: 215 91 91
გვესტუმრეთ: www.telex.ge
დაგვიმეგობრდით: www.facebook.com/TELex.ge

კომპანია "ტელექს"-ი მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე