ბელბოი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო ლაერტონი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" (http://www.laerton-hotel.com), პრემიუმ კლასის ბუტიკ სასტუმრო ძველი თბილისის შუაგულში მდებარეობს. იგი 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ჩვენი სასტუმროს მიზანს წარმოადგენს, გახდეს ფართოდ აღიარებული ბრენდი, რომელსაც პატივს სცემენ სერვისის უმაღლესი დონისა და ელეგანტური არქიტექტურის გამო. ჩვენი მისიაა, სასტუმროს პერსონალის ძალისხმევამ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბოს, ვიხელმძღვანელოთ სერვისის საერთაშორისო სტანდარტებით და ვიყოთ ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგული.

ჩვენს უმთავრეს ფასეულობებს წარმოადგენს: პატივისცემა, პასუხისმგებლობა, უსაფრთხოება, დაკისრებული მოვალეობების სიამოვნებით შესრულება. ჩვენი დევიზია - "სიამოვნებით!"

სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" აცხადებს ბელბოის ვაკანსიას:

მდებარეობა: თბილისი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაო პირობები: 12 საათიანი დღისა და ღამის ცვლები. კომპანია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას და 2-ჯერად კვებას სამუშაო ცვლის განმავლობაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა და დახმარება ბარგის გადაზიდვაში;
** სტუმრისათვის სხვა რელევანტური ტიპის დახმარებების გაწევა;

პროფესიული მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. დამატებით, სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:

** მამაკაცი, 18-35 წლამდე
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, გულწრფელი ღიმილით

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@laerton-hotel.com და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე