უძრავი ქონების მოძიების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უძრავი ქონების მოძიების აგენტი
მომწოდებელი: Prosperous Brokers
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
უძრავი ქონების კომპანია Prosperous Brokers-ს აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების მოძიების აგენტის პოზიციაზე.

გაიარე ტრენინგები უძრავი ქონების საქმიანობის და გაყიდვების მიმართულებით; წარმატებით გაიარე გამოსაცდელი ვადა, გაზარდე შენი ანაზღაურება და კვალიფიკაცია.

რას მიიღებ კომპანიისგან?

** მოქნილი გრაფიკი;
** ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება;
** კორპორატიული მობილურის ნომერი და სალაპარაკო დრო;
** კომპანიის რეკომენდაცია და პროფესიული დახასიათება;
** კარიერული წინსვლა და დაწინაურება;
** მეგობრული გარემო;

ფუნქცია მოვალეობები:

** გასაყიდი უძრავი ქონების მოძიება, ადგილზე ვიზიტი, განაცხადის შევსება და ფოტომასალის მომზადება;
** უძრავი ქონების მფლობელებთან კომუნიკაცია, ინფორმაციის დაზუსტება უძრავ ქონებაზე და თანამშრომლობის პირობების/ტარიფების შეთავაზება/ახსნა;
** უძრავი ქონების მოძიების არხების მართვა;

მუშაობის დასაწყებად საჭიროა:

** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
** სასურველია ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@prosperousbrokers.com და გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: უძრავი ქონების მოძიების აგენტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე