IT პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
კომპანია UGT, ლიდერი IT კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

თუ თქვენ გაქვთ IT სფეროში ცოდნა, გამოცდილება და ინტერესი; თუ თვლით, რომ პროექტის მართვის კარგი უნარები გაგაჩნიათ, შეიძლება UGT სწორედ ის კომპანია იყოს, სადაც თქვენ შეძლებთ განავითაროთ საკუთარი პოტენციალი და შეიქმნათ წარმატებული კარიერა. სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვა და ბიუჯეტის მართვა;
** პროექტის ყველა ეტაპის შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის რისკების, რეპორტინგისა და პრობლემების მართვა;
** პროექტის დასრულება დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში.
** ხელშეკრულებებთან/პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მართვა;
** საპროექტო ჯგუფის საქმიანობის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული სისტემების ან კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** IT პროექტების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროექტის მართვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.

სპეციალური უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მართვის უნარი;
** კარგი ორგანიზატორული უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** პრობლემების იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი.

იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ შეესაბამებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და წარმატებულად გაართმევთ თავს აღწერილ სამუშაოს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე მოგვაწოდოთ ელ-ფოსტაზე: hr@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "IT პროექტების მენეჯერი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 05 მაისი 2017.

იუ-ჯი-თი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე