სტაჟირების პროგრამა/გარე გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირების პროგრამა/გარე გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: ბიზნეს ბანკ გრუპ ქო
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
"ბიზნეს ბანკ გრუპ ქოს" წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს გარე გაყიდვების აგენტების სტაჟირების პროგრამას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გარე გაყიდვების აგენტები გაივლიან ერთკვირიან თეორიულ ტრენინგს განმავლობაში სტაჟიორები შეისწავლიან ლიზინგის და კრედიტის პროდუქტის პირობებს, გაყიდვის ტექნიკას და კლიენტთა მომსახურების ნორმებს. სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში გარე გაყიდვების აგენტები გაუწევენ დახმარებას გაყიდვების მენეჯერებს. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართულები პროდუქტის რეკლამირებაში, მომხმარებლების მოზიდვასა და მომსახურებაში. გარე გაყიდვების აგენტები, ვინც წარმატებით გაივლიან სტაჟირების პროგრამას, გადავლენ გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე.

ძირითად ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლის მოზიდვა, პრომო აქციის ჩატარება
** პროდუქტის შესახებ კლიენტებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება
** ეფექტური გაყიდვების წარმოება
** პოტენციური მომხმარებლისათვის პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვა
** განვადების მენეჯერების დახმარება პროდუქტის გაყიდვის კუთხით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია სტაჟირებისა ან მცირედი სამუშაო გამოცდილების ქონა გაყიდვების კუთხით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
** რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე აუცილებელია
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

უნარები:

** აქტიური
** პრეზენტაბელური
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალ დონეზე მქონე
** გუნდში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გაწონასწორებული
** მოწესრიგებული
** მოტივირებული

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე: s.ge@businessbankgr.co.jp არაუგვიანეს 2017 წლის 20 მაისისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე