საგრანტო კონკურსი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისთვის
მომწოდებელი: ასოციაცია ტოლერანტი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 10 მაი
თანდართული ფაილი: 139412-toleranti.zip
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის პროექტის - "საქართველოში უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით" ფარგლებში, ასოციაცია "ტოლერანტი"- ახალციხის მუნიციპალიტეტის - ვალეს, წყალთბილას, პამაჯის, ურავლის, ანდრიაწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის - ძველის თემებისათვის აცხადებს გრანტების კონკურსს.

საგრანტო პროგრამის მიზანი:

ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების და მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების/გაფართოების სტიმულირება.
სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესის გარემოსდაცვითი ინიციატივების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა რელევანტური ეკონომიკური საქმიანობის სექტორებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ ეკონომიკური საქმიანობის უფლების მქონე მცირე სამეწარმეო სუბიექტ(ებ)ს. შესაძლებელია ორი ან მეტი სუბიექტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმით გაერთიანება (დანართის შესაბამისად). მათი როლი, პასუხისმგებლობები და სარგებელი ცალსახად გამიჯნული უნდა იყოს საკონკურსო განაცხადში.

თანხის მაქსიმალური ოდენობა ერთი სუბიექტისთვის: 6500 ლარი

პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10 მაისი (18:00 საათი).

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ელექტრონულად ელ. ფოსტაზე: asociacia.toleranti@gmail.com ან სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში მისამართზე: ახალციხე, რუსთაველის ქ # 47, საკონტაქტო პირები: ცირა მესხიშვილი 599513622; გოჩა ნათენაძე 599580560;

პროექტში განაცხადის შევსება ხდება აპლიკაციის ფორმის მიხედვით (იხ. დანართი).

განაცხადებს განიხილავს საგრანტო კომისია.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე