ტრენინგი პრაქტიკულ ლოგისტიკაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი პრაქტიკულ ლოგისტიკაში
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
"VIP Intellect Group"-ი გთავაზობთ ტრეინინგ პროგრამას პრაქტიკული ლოგისტიკაში!

კურსი მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღოს და გაიღრმავოს ცოდნა ლოგისტიკის მიმართულებით, რათა წარმატებით შეძლონ აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობა. კურსის თეორიული და პრაქტიკული ნაწილი მსმენელს აძლევს საშუალებას კრეატიულად და ინოვაციურად მიუდგეს სხვადასხვა ლოგისტიკურ პრობლემებს და მონახოს მათი ეფექტურად გადაჭრის გზები.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები, მათ შორისაა: სოკარ ჯორჯია, შავი ზღვის ტერმინალი, ივერმედი, ნიკორა ტრეიდი, თეგეტა მოტორსი, კავკასუს ონლაინი, დიო, ინსტა, ფარმაცევტული კომპანიები და სხვადასხვა სატრანსპორტო, გადამზიდავი კომპანიები და მრავალი სხვა.

კურსდამთავრებული უპირატესობანი:

** Sales Forecasting-გაყიდვების პროგნოზირება
** Supply Chain-მოთხოვნა-მოწოდების ჯაჭვი
** Expedition-ტრანსპორტირების მართვა
** Warehouse Management -საწყობის მართვა
** Fleet Management - ავტოპარკი (ტრანსპორტირების მენეჯმენტი)
** Delivery- მიწოდება

კურსის შინაარსი:

კურსი მოიცავს ლოგისტიკის კომპანიებში ლოგისტიკის მნიშვნელობის დადგენას, ფუნქციონალურ და სტრუქტურულ ანალიზს, პასუხისმგებლობის დაზუსტებას და კომპეტენციების სრულყოფილ გადანაწილებას.

პროგრამა მოიცავს:

** ლოგისტიკური პროცესების პრაქტიკული და თეორიული მორგება კონკრეტულ მოცემულობაში.
** შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვა, გაყიდვების სწორი პროგნოზების საფუძველზე ბაზარზე ცვალებადი პირობების გათვალისწინებით.
** უსაფრთხოების, გაყინული და საბრუნავი რაოდენობების (ნაშთების დადგენა) საწყობში ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა (overstock-ების და outofstock-ების) გამორიცხვა, მინიმალური ნაშთების უზრუნველყოფა, საწყობის მოცემული სიმძლავრეების გათვალისწინებით.
** პროდუქტების პრიორიტეტების განსაზღვრა (ABC-ანალიზის საფუძველზე), პროგნოზირების მეთოდების შესწავლა და შესაბამისად სწორად მორგება (XYZ-ანალიზის საფუძველზე) სასაწყობო მეურნეობის მეთოდების გაცნობა და კონკრეტულ კომპანიაზე მორგება, პასუხისმგებლობების და კონტროლის მექანიზმებს განსაზღვრა და ამუშავება.
** საწყობიდან უშუალო კლიენტამდე საქონლის მიწოდება, მარშუტების ოპტიმალური განსაზღვრა, ობიექტების კატეგორიზაცია.
** ERP სისტემებში გამართული მუშაობისთვის კონკრეტული კომპანიებისთვის საჭირო მოთხოვნების ჩამოყალიბება სისტემებში გამართულად მუშაობისათვის. კონკრეტული (case-ების) გაკეთება, გაანალიზება და სიმულაციების განხორციელება.
** მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ დადგენა და დროულად გადაჭრა.
** ლოგისტიკის მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრა

კურსდამთავრებული შეძლებს:

ლოგისტიკის კურსის გავლის შემდეგ სპეციალისტი შეძლებს მართოს პროცესები: შესყიდვებს, დისტრიბუციას, საწყობის/მარაგების მართვას, ტრანსპორტირებას, მიწოდების ჯაჭვის მოწყობა/შეფასებას, ხარჯების მინიმიზაციას და სხვა. ლოგისტიკის სპეციალისტებს შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ, როგორც სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურებში, ასევე საბანკო, საწარმო, სადისტრიბუციო, სატრანსპორტო და სხვა ტიპის კერძო კომპანიებში.

კურსი მოიცავს: 16 საათს
სწავლის ღირებულება: ჯგუფში ერთი მონაწილისთვის - 350 ლარი

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის ლოგისტიკის განყოფილების კადრები!
ლექციებს უძღვება პროფესიონალი ტრენერი, სპეციალური მოწვევით!

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სპეციალიზირებული პრაქტიკული კურსი ექსელში, რომელიც უშუალოდ ლოგისტიკური ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

კურსი მოიცავს- 8 ლექციას
ღირებულება ჯგუფში: 160 ლარი
ინდივიდუალურად: 250 ლარი

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული ტრეინინგების ჩატარება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით. სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა.

საკონსულტაციო მომსახურება: ასევე, თუ სამუშაო პროცესში შეგექმნებათ რაიმე ტიპის ლოგისტიკური პრობლემა ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ საკონსულტაციო მომსახურებას.

მის: პეკინის ქ. #28, მე-6 სართ
ტელ: 2371939; 551196110; 593618212;
e-mail: ninovipicg@gmail.com
http://www.vipintellect.ge
https://www.facebook.com/vipintellectgroup/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე