ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: კლიმატ სერვისი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
"კლიმატ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია სრულყოფილად);
** საოფისე პროგრამების (MS Office), განსაკუთრებით კი Word-ის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** ქართულად გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

მოვალეობები:

** შეხვედრების, თათბირების, მივლინებების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** კორესპონდენციის წარმოება;
** მიმდინარე პროექტების პროგრესის მონიტორინგი და რეპორტების მომზადება;
** სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაციაში ასისტირება;
** უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა;
** საჭიროებისამებრ სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

შერჩევის პროცედურა შედგება 3 ეტაპისგან:

1. CV/რეზიუმეების შერჩევა;
2. ტესტირება, მათ შორის ინგლისურ ენაში;
3. გასაუბრება.

რას გთავაზობთ:

** ერთთვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** ზრდადი კომპანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობით;
** კორპორატიული ტრანსპორტით საგებლობის შესაძლებლობა;
** ანაზღაურება დამოკიდებულია აპლიკანტის შესაძლებლობებსა და გამოცდილებაზე.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: info@climateservice.ge არა უგვიანეს 2017 წლის 30 აპრილისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე