რეგიონის იურისტი - ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეგიონის იურისტი - ბაღდათი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. სს "კრედო ბანკის" ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. სს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** საპენსიო დაზღვევას;
** პროფესიულ ტრენინგებს.

თანამდებობა: რეგიონის იურისტი (ზემო იმერეთის რეგიონი)
სამუშაო ადგილი: ბაღდათი

პოზიციის მიზანი:

რეგიონის იურისტის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის სამართლებრივად დაცვა, რაც გამოიხატება ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ საქმიანობის სამართლებრივად სწორად განხორციელებაში და ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში. ამ პოზიციის მიზანია, აგრეთვე, რეგიონში არსებული სერვის ცენტრებში საქმიანობის სწორად წარმართვა სამართლებრივი თვალსაზრით.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** სესხების დამტკიცებამდე მსესხებლების მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით (ასეთი შემთხვევის არსებობისას);
** იპოთეკისა და გირანობის ხელშეკრულებათა გაფორმება;
** უკვე გაფორმებული იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებათა რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში;
** ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
** სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** სააღსრულებო ბიუროებში საქმეთა წარმოება აღსრულების და გამარტივებული საქმის წარმოების მიზნით.
** მესამე პირებთან ორგანიზაციის ინტერესების დაცვა;
** ხელშეკრულებების შედგენა და მათი შეთანხმება იურიდიული დეპარტამენტის უფროსთან;
** ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა სანოტარო აქტების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება;
** რეგიონის მენეჯერების მიერ მიცემული დავალებების (მხოლოდ მისი პოზიციიდან გამომდინარე) მაღალკვალიფიციურად შესრულება;
** ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე, არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა (მხოლოდ იურიდიული თვალსაზრისით) და მათი აღმოფხვრა;
** რეგიონის მასშტაბით ორგანიზაციის ინტერესების დაცვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები (მოთხოვნები):

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრობა ან ადვოკატთა გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** იურისტად მუშაობის 3 წლის სტაჟი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** რუსული და ინგლისურის ენების ცოდნა (სასურველია).
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.
** სამოქალაქო კოდექსის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მეწარმეთა შესახებ კანონის, სააღსრულებო საქმის წარმოებათა შესახებ კანონის, კომერციული ბანკების შესახებ კანონის, ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის ზედმიწევნით ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე