ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ნანოკრედიტი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
არასაბანკო საფინანსო ორგანიზაცია "ნანოკრედიტი" (www.NanoCredit.ge) აცხადებს ვაკანსიას ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისის სერვის ცენტრებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ოქროს მიღება/შეფასება
** ხელშეკრულებების გაფორმება
** სალაროს ოპერაციების წარმოება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის შემსწავლელი კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** B6, LMS-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** რუსული/ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა
** გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 550 ლარი (გადასახადების გარეშე) + ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: irakli@nanocredit.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე