მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 15 მაი
სს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების (ქოლ-ცენტრის) უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სამუშაო პროცესის მართვა;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების ოპერატორების გრაფიკის ოპტიმიზაცია და მუდმივი კონტროლი;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების ოპერატორების და ბექ ოფისის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი;
** მომსახურების მაჩვენებლების მაქსიმიზაცია და მუდმივი კონტროლი;
** ქოლ-ცენტრის მუდმივი განვითარება თანამედროვე მომსახურებების დანერგვის გზით;
** პერიოდული ანგარიშის მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით)
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სავალდებულოა
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა
** რუსული, ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ადამიანების მართვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დახვეწილი მეტყველების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 15 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს"ნოვა ტექნოლოჯი"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე