IT Help Desk-ის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT Help Desk-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: IT Help Desk-ის სპეციალისტი.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და ა.შ.) გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

** ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) გამოყენების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

** ანაზღაურება: 500 ლარი (გამოსაცდელი ვადის პერიოდში)
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: it@qebuli.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 21 მაისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე