ვებ-დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვებ-დეველოპერი
მომწოდებელი: ხატია კომუნიკაცია
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "ხატია კომუნიკაცია" ეძებს კრეატიულ და დამოუკიდებლად მუშაობის უნარით აღჭურვილ ვებ-დეველოპერს.

კანადური გამოცდილების მქონე ეს პიარ სააგენტო კომპანიებს მათ მოთხოვნებზე და ინტერესებზე მორგებულ კომუნიკაციის სერვისებს სთავაზობს. სააგენტოს შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ: www.khatia.co

სამუშაოს აღწერილობა:

** ვორდპრესისათვის საიტების დამზადება
** დამკვეთის საჭიროებების, მოთხოვნების და გემოვნების კარგად გაგება
** მასალის დროული შესრულება და მიწოდება
** დიზაინზე მუშაობა, ახალი ტექნოლოგიების ათვისება და შესწავლა
** შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება.

განათლება და გამოცდილება:

** ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში
** ვებგვერდების დამზადების გამოცდილება (Wordpress and PHP)
** პროექტების მართვის უნარი
** სერვერებთან და ვებჰოსტინგთან მუშაობის გამოცდილება.
** თანამედროვე, ადვილად და სწრაფად რეაგირებადი საიტების შექმნა
** ვებგვერდების საძიებო სისტემასთან ადაპტაცია, SEO-ს ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

** Wordpress-ის უმაღლეს დონეზე ცოდნა
** HTML & CSS-ის ცოდნა; HTML ვებ გვერდის Wordpress CMS-ში დაფორმატების ცოდნა
** ვებ სერვისების ცოდნა (SOAP & REST)
** ვებ ტექნოლოგიების ცოდნა (APl, JavaScript, CSS, JQuery, და HTML)
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Photoshop, Illustrator, Corel).

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ამოცანის შესასრულებლად სავარაუდო ვადის დადგენა და დაცვა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** რამდენიმე ამოცანის ერთდორულად შესრულების უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** მიზანსწრაფულობა
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

სამუშაო პირობები: შეთანხმებით.
გრაფიკი: თავისუფალი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორთფოლიო მისამართზე: info@khatia.co და სათაურში მიუთითოთ "ვებ-დეველოპერი". კომპანია მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე