1C პროგრამის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 1C პროგრამის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ყაზახური კომპანიის წარმომადგენლობა
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 21 მაი
ყაზახური კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** კომპანიაში 1C ERP ბიზნეს გადაწყვეტილების დანერგვის პროცესში აქტიური მონაწილეობა, პროექტის მართვა დამკვეთის მხრიდან;
** სისტემაში აღრიცხული ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი, დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირება და გასწორება;
** სისტემის მომხმარებლების როლების მართვა და მოვალეობების განაწილება ბიზნეს პროცესების შესაბამისად;
** სისტემიდან საჭირო ფინანსური და ანალიტიკური ანგარიშგებების ამოღება, დამუშავება;
** სისტემის დეველოპერ ვენდორთან აქტიური კომუნიკაცია.
** კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის მხარდაჭერა ფინანსური უწყისების მომზადების პროცესში.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების ან კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 1C სტანდარტული კონფიგურაციების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება. სასურველია, 1C კონფიგურაციებიდან "1C:ERP 2, 1C:УТ 11 ან 1C: ბუღალტერია" ერთ-ერთის მაღალ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრული, საგადასახადო, ფინანსური, სასაწყობე და მენეჯერული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება 1C ERP გადაწყვეტილების დანერგვასთან დაკავშირებულ მსხვილ პროექტებში მონაწილეობა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა პროცესების ავტომატიზაცია;
** 1C-ის სხვა სისტემებთან ინტეგრაციის მეთოდების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენებიდან ერთ-ერთის სრულყოფილად ცოდნა;
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, მიზანმიმართულობა;
** კარგი ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** სტრესულ და არასტანდარტულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი (კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი).
** ანაზღაურება: 1,500-დან 2,500 ლარამდე (კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ რუსულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: moldir.ramadanov@gmail.com და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "1C ადმინისტრატორი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე