კურსი - ხარისხის მართვა ISO 9001:2015
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კურსი - ხარისხის მართვა ISO 9001:2015
მომწოდებელი: ხარისხის ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 21 აპრ / ბოლო ვადა: 2 მაი
"ხარისხის ინსტიტუტი" (www.iq.ge) აცხადებს მიღებას კურსზე "ხარისხის მართვა ISO 9001:2015 - სიახლეები, ცვლილებები, გამოწვევები".

კურსის საჭიროება:

თუ აპირებთ:

** გახდეთ ხარისხის მენეჯერი
** აიმაღლოთ კვალიფიკაცია ხარისხის მართვის საკითხებში
** დანერგოთ პროცესებზე დაფუძნებული მართვის სისტემა კომპანიაში
** სერტიფიცირებას ან/და რესერტიფიცირებას ISO 9001:2015 სტანდარტში
** ISO 9001:2008 სტანდარტიდან ISO 9001:2015 ახალ სტანდარტზე გადასვლას
** იმ პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ვინც იზრუნებს ხარისხის მართვაზე
** გაზარდოთ ორგანიზაციის ეფექტიანობა და ეფექტურობა
** მასერტიფიცირებელი, წლიური, გეგმიური აუდიტის ვიზიტისთვის მომზადებას
** შიდა აუდიტების ეფექტურად ჩატარებას და შესაბამის მომზადებას

"ხარისხის ინსტიტუტის" მიერ დაგეგმილი კურსი "ხარისხის მართვა ISO 9001:2015" ამ საჭიროებებს პასუხობს.

სერტიფიცირებული კურსის შემდგომ მონაწილე შეძლებს:

** მოახდინოს ISO 9001:2008 დან გადასვლა ISO 9001:2015 ახალ სტანდარტზე
** თავისუფლად იმსჯელოს ახალი ISO 9001:2015 მოთხოვნების შესახებ
** გააანალიზოს და შეადაროს ორგანიზაციაში არსებული ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2015 სტანდარტით გათვალისწინებულს
** დამოუკიდებლად შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები ISO 9001:2015 პრინციპების დაცვით
** ადვილად გაიაროს თქვენმა ორგანიზაციამ მასერტიფიცირებელი აუდიტი ISO 9001:2015-ში
** განსაზღვროს და დაგეგმოს შიდა ორგანიზაციული პროცესები
** აღმოაჩინონ შეუსაბამობები პროცესებში და დაგეგმონ მათი გამოსწორების გზები
** დამოუკიდებლად ჩაატაროს და აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის შიგნით დანერგილი ხარისხის მართვის სისტემების შემუშავების პროცესში
** დასახოს მუდმივი გაუმჯობესების გზები ხარისხის მართვის სისტემის სრულყოფის მიზნით
** შეიმუშაოს ცალკეული პროცესების მონიტორინგის და კონტროლის სისტემა, შესაბამისი KPI-ებით.

კურსი სასარგებლოა შემდეგი პირებისთვის:

** მოქმედი და/ან მომავალი ხარისხის მენეჯერები
** სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები
** მოქმედი ან/და მომავალი პროცესის აუდიტორები
** უმაღლესი მმართველი რგოლის წარმომადგენლები
** ყველა ის პირი, ვინც პასუხისმგებელია გარკვეული პროცესების მართვასა და ხარისხზე.

ტრენერი - ნათია ზედგინიძე, "ხარისხის ინსტიტუტის" დამფუძნებელი, დირექტორი, ხარისხის სტანდარტების ექსპერტი.

კურსის ხანგრძლივობა: 2 სრული დღე, 10:00-17:00;
დრო: 6-7 მაისი, 2017 წ.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო "ციტრუსი", თბილისი, 9 აპრილის ქ. 3.

კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე: 385 ლარი. ერთი კომპანიიდან 3 მონაწილეზე მეტის დასწრების შემთხვევაში მოქმედებს 15% ფასდაკლება.

ღირებულებაში შედის:

** სასწავლო მასალები: ISO 9001:2015 სტანდარტი ქართულ ენაზე, სავარჯიშოები, დოკუმენტური ფორმები
** 2 ყავა-ჩაის შესვენება, ლანჩი
** "ხარისხის ინსტიტუტის" სერტიფიკატი სახელწოდებით "ხარისხის მართვა ISO 9001:2015" - ინგლისურ ენაზე.

კურსზე რეგისტრაციის პირობები:

** ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ
** კურსზე რეგისტრაციის ვადა: 2 მაისი
** საფასურის გადახდის საბოლოო ვადა: 3 მაისი
** გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით, IQ-ს მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე
** მონაწილის ოფიციალური რეგისტრაცია ხდება თანხის მთლიანი დაფარვის შემდეგ.

"ხარისხის ინსტიტუტი"
ტელ: (+995) 599 57 60 59
ელფოსტა: natia.zedginidze@iq.ge
ვებ-გვერდი: www.iq.ge
Facebook მისამართი: https://www.facebook.com/events/1885297728350101/
მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/PQ6Gf0
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე