კიბერუსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კიბერუსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსები
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ კიბერუსაფრთხოების სასერტიფიკატო კურსებს.

პირველად საქართველოში! განსაკუთრებული შეთავაზება გამორჩეული სასწავლო ცენტრისგან!

უახლესი ფორმატის სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსების შეთავაზება "ინტელექტ ცენტრისგან":

1. მავნე კოდის (ვირუსების, ჯაშუშური კოდების, დისტანციურად მაკონტროლებელი და სხვ.) გამოკვლევა, ანალიზი და გამოძიება
2. კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი

კურსებს უძღვება: შსს პოლიციის აკადემიის უფროსი ინსპექტორი. (ყოფილი შსს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) დეტექტივ გამომძიებელი). ამავდროულად გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI), NATO-ს, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის (OSCE), USAID-ის, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის, ბუდაპეშტის პოლიციის საერთაშორისო აკადემიის, აშშ-ის საელჩოს, INL-ის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, დიდი ბრიტანეთის ნაციონალური დანაშაულების გამოძიების სააგენტოს (NCA) სერტიფიცირებული ტრენერი!

გთავაზობთ; ექსპრეს ტრენინგების ჩატარებას ქალაქგარეთ, (ლისის ტბასთან) სასტუმრო რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში! (რანჩო" http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1

1. მავნე კოდის (ვირუსების, ჯაშუშური კოდების, დისტანციურად მაკონტროლებელი და სხვ.) გამოკვლევა, ანალიზი და გამოძიება:

სასწავლო კურსი მოიცავს:

** შესავალი
** კიბერდანაშაულის შედეგები და კიბერვიქტიმიზაცია
** კომპიუტერული სისტემის არტიტექტურა
** კომპიუტერული პროგრამისა და პროგრამირების ენების ზოგადი მიმოხილვა
** მავნე კოდის ინდიკატორები და მათი აღმოჩენა Windows ოპერაციულ სისტემებში
** მავნე კოდის სახეები და ფუნქციები
** მავნე კოდის გამოყენება დანაშაულების ჩასადენად
** მავნე კოდის ანალიზის პრინციპები
** მავნე კოდის სტატიკური ანალიზი
** სკანირება ანტივირუსული პროგრამების მეშვეობით
** ჰაშირება და მავნე კოდთან დაკავშირებული სამხილები
** მავნე კოდის ბრძანებების ანალიზი
** დაშიფრული მავნე კოდის აღმოჩენა და მისი დეშიფრაცია
** მავნე კოდის ანალიზი ვირტუალურ გარემოში
** ვირტუალური მანქანის სტრუქტურა
** ვირტუალური ლაბორატორიის შექმნა
** მავნე კოდის დინამიური ანალიზი
** მავნე კოდის გაშვება
** პროცესების მონიტორინგი სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით
** მავნე კოდის მიერ განხორციელებული ქმედებების ანალიზი
** კლონირებული პროცესების შედარება და ანალიზი
** Windows ოპერაციული სისტემების მავნე კოდის ანალიზი
** Windows Dll ფაილების ძირითადი ფუნქციები და მავნე კოდის მიერ გამოყენება
** Windows რეესტრი და მავნე კოდის მიერ გამოყენება
** მავნე კოდის მიერ ოპერაციული სისტემის კომპონენტების გამოყენება
** მავნე კოდის გამავრცელებლის იდენტიფიკაცია
** მავნე კოდის კავშირი ინტერნეტთან
** მავნე კოდის მაკონტროლებელის იდენტიფიკაცია
** საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენება პირის იდენტიფიკაციის მიზნით

კურსის ღირებულება და პირობები:

12 საათი - 6 - 2 საათიანი ლექციები
ჯგუფში - 450 ლარი - ერთი მსმენელისთვის

კიბერდანაშაულის გამოძიების, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავებისა და კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსი.

სასწავლო კურსი მოიცავს:

** თემა 1. კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოების შესავალი
** თემა 2. შესავალი საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** თემა 3. კიბერსივრცის მარეგულირებელი შიდა და საერთაშორისო სამართალი
** თემა 4. გავრცელებული კიბერდანაშაულების ჩადენის მეთოდები
** თემა 5. სსკ-ით გათვალისწინებული კიბერდანაშაულები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)
** თემა 6. ციფრული მტკიცებულებები
** თემა 7. ციფრული მტკიცებულებების მოპოვება და ანალიზი
** თემა 8. ციფრულ მტკიცებულებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და დოკუმენტები
** თემა 9. კიბერუსაფრთხოებასა და კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა
** თემა 10. კიბერდანაშაულის მომავალი და პრობლემური საკითხები
** თემა 11. უსაფრთხოება კიბერსივრცეში

კურსის ღირებულება და პირობები:

20 საათი - 10 - 2 საათიანი ლექციები
ჯგუფში - 800 ლარი - ერთი მსმენელისთვის

აღნიშნული ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი!

გაითვალისწინეთ! შპს "ინტელექტ ცენტრი" ერთ-ერთი გამორჩეული მრავალპროფილიანი ტრენინგ ცენტრია საქართველოში, რომელსაც მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება გააჩნია!

ჩვენი მიზანია; საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ფორმატის სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსების შეთავაზება და კვალიფიციური კადრების მომზადება!

"ინტელექტ ცენტრის" კურსდამთავრებულები არიან მრავალი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები. (იხილეთ ბმული: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)

გთავაზობთ; კადრების მომზადებას, როგორც ჩვენს ტრენინგ ცენტრში, ასევე 5 და მეტი მსურველის შემთხვევაში ჩვენი ტრენერი გეწვევათ თქვენს კომპანიაში! (როგორც თბილისში ასევე საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგინოში)

ასევე გთავაზობთ; ექსპრეს ტრენინგების ჩატარებას ქალაქგარეთ, (ლისის ტბასთან) სასტუმრო რანჩოს სატრენინგო აუდიტორიაში! (რანჩო" http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1)

ისწავლეთ გამორჩეულ სასწავლო ცენტრში და დაისვენეთ სასტუმრო "რანჩოს" ზღაპრულ გარემოში! მიიღეთ განსაკუთრებული შეთავაზება გამორჩეული სასწავლო ცენტრისგან!

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება!

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას!

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე