სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ჩვენი ფერმერი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია "ჩვენი ფერმერი" აცხადებს ვაკანსიას საწარმოში დროებით თანამშრომლებზე შემდეგ პოზიციებზე:

** მუშა (მამაკაცი)
** დამფასოებელი (ქალი)
** ელექტრიკოს-მექანიკოსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო განათლება სასურველია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ფიზიკურად მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე 2017 წლის 5 მაისამდე მისამართზე - tamuna.chumburidze@nikora.ge და გთხოვთ, ვაკანტური თანამდებობა მიუთითოთ ელექტრონული ფოსტის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე