წამლის რეგისტრაციის/ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: წამლის რეგისტრაციის/ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: Sandoz
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
"სანდოზ" - "ნოვარტის"-ის გენერიკული ფარმაცევტული განყოფილება, არის მსოფლიო ლიდერი სწრაფად მზარდ გენერიკულ ინდუსტრიაში, რომელიც განიხილავს აპლიკანტებს შემდეგ პოზიციაზე: წამლის რეგისტრაციის / ხარისხის კონტროლის /ფარმაკოზედამხედველობის მენეჯერი თბილისში.

ვალდებულებები:

** ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების მართვა წარმომადგენლობითი ოფისისათვის;
** სამეცნიერო დისკუსიის ჩატარება კონფიდენციალურობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოების საჯარო მოხელეებთან პრიორიტეტული პროდუქტების მარეგულირებელი ორგანოს რეგისტრაციის ეფექტური მოპოვებისათვის;
** სხვადასხვა პროდუქტებისათვის რეგისტრაციის სტრატეგიების მომზადება;
** ახალი რეგისტრაციებისათვის, ხელახალი რეგისტრაციებისათვის და სამკურნალო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ცვლილებებისათვის დოსიეს მომზადება მოქმედი დებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ნორმების, მოქმედი კანონმდებლობისა და ტენდენციების დაცვა მარეგულირებელ სფეროში დროული შესრულების უზრუნველსაყოფად და საქმიანობაზე ზემოქმედების პროგნოზირებისათვის;
** პროდუქტის ლონჩირების მუდმივი მხარდაჭერა ბაზრის მოთხოვნებისა და დროის შესაბამისად;
** პროაქტიური და ეფექტური თანამშრომლობა სხვა ფუნქციებთან ორგანიზაციის ფარგლებში;
** კორპორატიული ხარისხის სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა წარმომადგენლობით ოფისში და მათი შესაბამისობა "ნოვარტის"/"სანდოზ" ხარისხის სტანდარტებთან;
** ხარისხის კონტროლის (QA) უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლთან (QA) დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
** პასუხისმგებლობა მუდმივი კარგი წარმოების პრაქტიკის (GMP) განახლებაზე წარმომადგენლობით ოფისში;
** პაციენტთა უსაფრთხოების ოპერაციების ზედამხედველობა და მართვა ადგილობრივ დონეზე და "ნოვარტის"/"სანდოზ" საექსპლუატაციო პროცესის მართვის უზრუნველყოფა საერთაშორისო პროცედურებთან და საერთაშორისო დებულებებთან/სტანდარტებთან/სახელმძღვანელოებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ფარმაკოზედამხედველობისათვის "სანდოზ"-ის საბაზრო და კვლევით პროდუქტებთან დაკავშირებით;
** პასუხისმგებლობა პირად და პროფესიონალურ განვითარებაზე;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინაში/ფარმაციაში;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება დასავლეთის ფარმაცევტულ კომპანიაში; პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მარეგულირებელ სფეროში;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ცოდნა (სალაპარაკო/წერითი და წარდგენის), ადგილობრივი კანონმდებლობის ძლიერი ცოდნა;
** წამლის განვითარების პროცესის და საერთაშორისო კონფერენციის ჰარმონიზაციის (ICH) რეკომენდაციების კარგი გაგება;
** ძლიერი ორგანიზაციული, დაგეგმვისა და პროექტის მართვის უნარი;
** წარდგენისა და დარწმუნების ძლიერი უნარი;
** ხელმძღვანელობის ძლიერი უნარი;
** პრობლემების გადაწყვეტის კარგად განვითარებული უნარი;
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ინტერპერსონალური უნარი;
** კოლექტივში მუშაობის უნარი, შედეგების მიღწევის უნარი და მოთხოვნებთან სრული შესაბამისობა;
** დამოუკიდებლად, ზეწოლის ქვეშ და გადაუდებლობის შეგრძნებით მუშაობის უნარი, ინიციატივის დემონსტირებისა და მოქნილობის უნარი.

სხვა:

** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** "Microsoft Office"-ს კარგი ცოდნა.

ანაზღაურება & უპირატესობები:

** მომზიდველი საბაზისო ანაზღაურება და წლიური პრემიის მოცულობა;
** კომპანიის მანქანა (ან მანქანის ხარჯების ყოველთვიური კომპენსაცია);
** შესანიშნავი კომპენსაცია და სოციალური პაკეტი (სამედიცინო და სიცოცხლის დაზღვევა, კვების ხარჯების ანაზღაურება, მობილური ტელეფონის ხარჯების ანაზღაურება)
** შიდა და გარე სასწავლო კურსები და ტრეინინგები;
** პროფესიონალური და კარიერის განვითარების შესაძლებლობა "სანდოზ" და "ნოვარტის" ჯგუფის კომპანიების ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

პასუხისმგებელი პირი კადრის შერჩევასთან დაკავშირებით: გრიგორი სუბოტინი
ტელ: + 7 (495) 660 75 09, ext.8295
ელ-ფოსტა: grigory.subbotin@sandoz.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე