პრობლემური სესხების ექსპერტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების ექსპერტი - ქუთაისი
მომწოდებელი: 1click.ge
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 12 მაი
"1click.ge" (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ფინპორტი) თანამშრომლობისთვის იწვევს ენერგიულ, პოზიტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებიც კომპანიის ფუნქციონირების საწყისი ეტაპებიდანვე შეუერთდებიან გუნდს და განვითარდებიან მასთან ერთად.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.1click.ge

1click.ge აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ექსპერტის პოზიციაზე ქუთაისში.

პრობლემური სესხების ექსპერტი უზრუნველყოფს კომპანიის კლიენტების მხრიდან ვადაგადაცილებული სესხების დროულ და სრულ დაფარვას, როგორც სატელეფონო და პირადი კომუნიკაციის საშუალებით, ასევე მისამართებზე გასვლით.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ვადაგადაცილებულ მსესხებლებთან საცხოვრებელ და სხვა მისამართებზე ვიზიტი;
** ვადაგადაცილებულ მსესხებლებთან სატელეფონო და პირადი კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება;
** ვადაგადაცილებული მსესხებლებისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
** თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;

განათლება, სამუშაო გამოცდილება და პროფესიული/პიროვნული უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით;
** პრობლემური სესხების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარები;
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** დაძაბულ რეჟიმში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** კანდიდატს უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა და სასურველია, ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტისთვის" ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნულ ვაკანსიაზე განხილვისას, რაც მოიცავს თქვენს მიერ გამოგზავნილ CV-ს, თანდართულ დოკუმენტაციას, სამოტივაციო წერილს, თუმცა არ შემოიფარგლება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დაცულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან შესაძლოა დამუშავდეს შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტისთვის" რომელიმე ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანხმობას გამოხატავთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ნებისმიერი საშუალებით შეგროვდეს, შენახულ იქნეს და დამუშავდეს შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@1click.ge 2017 წლის 12 მაისამდე. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით კომპანია "ფინპორტის" ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე