Front-End დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Front-End დეველოპერი
მომწოდებელი: ლივინგსტონი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
ციფრულ სააგენტო "Leavingstone"-ის (www.leavingstone.com) AI-ის (ხელოვნური ინტელექტის) გუნდი, ვეძებთ Front-End დეველოპერს ვებ გვერდების და აპლიკაციების შესაქმნელად, სრული განაკვეთით.

თუ არ გეზარება ვაკანსიის დეტალური აღწერების ბოლომდე წაკითხვა, და სათაურში მოციმციმე სიმბოლოები გულში ცეცხლს გინთებს, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

ჩვენ გპირდებით, რომ პირადად გაიგებ რა კავშირია ლუდსა და პამპერსს, ან ზეთსა და ლიმონათს შორის. მოათვინიერებ დიდ მონაცემებს, იმდენად დიდს, რომ წარმოდგენაც ჭირს და ისწავლი მათ მოხდენილად ვიზუალიზაციას. ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებ განსხვავებულ ალგორითმებს, მხურვალედ დაუმეგობრდები სიტყვებს - sampling, correlation, clustering, regression და ცალი თვალით მომავალშიც გაიხედავ - თავად გაამდიდრებ გამომთვლელ მანქანებს წინასწარმეტყველების უნარით.

აუცილებელი კვალიფიკაცია

** მინიმუმ 1.5 წლის სამუშაო გამოცდილება
** (HTML5, CSS (SASS, LESS), JavaScript
** jQuery, Ajax
** Angular 2 / React.js / Knockout.js
** Responsive UI/UX დიზაინების დეველოპმენტი სხავდასხვა მოწყობილობებზე
** Version control სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

სასურველი კვალიფიკაცია:

** Chart.js, D3.js
** Adobe PhotoShop, Illustrator -თან მუშაობის გამოცდილება

გთოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე და შესრულებული პროექტები E-mail-ზე: hr@leavingstone.com (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შერსულებულ პროექტებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე