ASP.NET/C# დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ASP.NET/C# დეველოპერი
მომწოდებელი: ლივინგსტონი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
ციფრულ სააგენტო "Leavingstone"-ის (www.leavingstone.com) AI-ის (ხელოვნური ინტელექტის) გუნდი, ვეძებთ გამჭრიახ ASP.NET (C#) დეველოპერს სრული განაკვეთით.

თუ არ გეზარება ვაკანსიის დეტალური აღწერების ბოლომდე წაკითხვა, და სათაურში მოციმციმე სიმბოლოები გულში ცეცხლს გინთებს, მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!

ჩვენ გპირდებით, რომ პირადად გაიგებ რა კავშირია ლუდსა და პამპერსს, ან ზეთსა და ლიმონათს შორის. მოათვინიერებ დიდ მონაცემებს, იმდენად დიდს, რომ წარმოდგენაც ჭირს და ისწავლი მათ მოხდენილად ვიზუალიზაციას. ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებ განსხვავებულ ალგორითმებს, მხურვალედ დაუმეგობრდები სიტყვებს - sampling, correlation, clustering, regression და ცალი თვალით მომავალშიც გაიხედავ - თავად გაამდიდრებ გამომთვლელ მანქანებს წინასწარმეტყველების უნარით.

აუცილებელი კვალიფიკაცია:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** C#
** ASP.NET MVC, ASP.NET Web API
** HTTP პროტოკოლის ცოდნა
** Object oriented design patterns
** Dependency Injection
** Unit testing
** MS SQL, Entity Framework
** LINQ
** SOAP / REST სერვისების წერის/გამოყენების გამოცდილება
** Version control სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

სასურველი კვალიფიკაცია:

** IIS Configuration
** გამოცდილება JavaScript framework­-ებთან - Angular 2 / React.js / Knockout.js

გთოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე და შესრულებული პროექტები (პორტფოლიო) E-mail-ზე: hr@leavingstone.com (Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შერსულებულ პროექტებს (პორტფოლიოს).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე