დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: 4ფინანსი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
შპს "4 ფინანსი" არის გლობალური კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ლიდერია მოკლევადიანი ფინანსური მომსახურების სფეროში ჩრდილოეთ ევროპაში (ამ მომენტისათვის კომპანია ფუნქციონირებს ლატვიაში, ლიტვაში, ფინეთში, შვედეთში, დანიაში, პოლონეთში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, კანადასა და ამერიკაში). ჩვენი კომპანია უკვე საქართველოშია და გეგმავს გლობალურ ექსპანსიას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ - გვერდს: http://www.4finance.com | http://www.vivus.ge

შპს "4 ფინანსი " გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: დებიტორებთან ურთიერთობის სპეციალისტი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის დებიტორებთან სატელეფონო და ელ-ფოსტის საშუალებით კომუნიკაცია;
** დებიტორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** დებიტორული ფაილის შევსება და კონტროლი;
** კლიენტებისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის გატარება.

მოთხოვნები პოზიციის მიმართ:

** უმაღლესი განათლება (სასურველია, იურიდიული ან ეკონომიკური);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საბანკო სექტორში, იურიდიულ კომპანიებში, სამართალდამცავ ორგანოებში და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში);
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ დამატებით ინგლისური ენის მცოდნე პირებს);
** კარგი კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV (Microsoft Word - ის ფორმატში) შემდეგ მისამართზე - https://join.4finance.com/VacancyDetails.aspx?VacancyID=328
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე