სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, 2013 წლის 14 მაისს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში დაარსდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი".

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას განათლების პროექტების სამსახურში სტაჟიორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა:
** გარემოსდაცვითი ლიტერატურის შექმნის პროცესში მონაწილეობა;
** გარემოსდაცვითი განათლების კუთხით ახალი საგანმანათლებლო ღონისძიებების მოფიქრება და დაგეგმვა;
** ცენტრში მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა (ეკოლოგია, ბიოლოგია) და სოციალური მეცნიერებების განხრით განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
`** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** საინტერესო სამსახურს;
** განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@eiec.gov.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება (სტაჟიორი).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე