2017 წლის პროგრამები ბანკში დასაქმების მსურველთათვის
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: 2017 წლის პროგრამები ბანკში დასაქმების მსურველთათვის
მომწოდებელი: საბანკო სწავლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
"საბანკო სწავლების ცენტრი", "საბანკო სწავლების ცენტრი", როგორც წამყვანი საბანკო პროფილის ტრეინინგ ცენტრი, აგრძელებს მსმენელთა მიღებას 2017 წლის საბანკო პროგრამებზე კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების მიზნით.

დასახელება: 2017 წლის პროგრამები კომერციულ ბანკებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში დასაქმების მსურველთათვის!

2007 წლიდან მოყოლებული, ცენტრის მიერ დასაქმებულთა რაოდენობამ 1045 პირს მიაღწია! ხოლო 2016 წელს, მარტო ბანკირთა მომზადების პროგრამის ფარგლებში(საბანკო საქმის ინტენსიური სწავლების 5 კვირიანი კურსი, ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის 3 კვირიანი კურსი, საბანკო მენეჯმენტის 4 კვირიანი კურსი) 70 კურსდამთავრებულიდან 65 მსმენელია დასაქმებული: თი ბი სი ბანკში, საქართველოს ბანკში, ლიბერთი ბანკში, ბანკ რესპუბლიკაში, ვი თი ბი ბანკში, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში-კრედო, კრისტალი, Cred Ex-ი. ჯეო კაპიტალი.

ჩვენი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკების ასოციაცია და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაცია.

ჩვენი კლიენტები არიან: აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო, პაშა ბანკი, ქართუ ბანკი, ფინკა ბანკი, ბანკი კრედო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: კრისტალი, ჯეო კაპიტალი, ალიანს ჯგუფი, ფინ არგო, ლაზიკა კაპიტალი, მბც, ელტ კომპანი, საქართველოს ფოსტა, სოხუმის უნივერსიტეტი, გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს ბიზნეს აკადემია, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.

ჩვენი წარმატების ფორმულა: 2017 წლის პროგრამები მულტიმოდალური(კომბინირებული) სწავლების მეთოდზეა აგებული და მოიცავს საბანკო დაწესებულებების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლების, საბანკო საქმის თეორიული საფუძვლების, მარკეტინგული სტრატეგიების, ფიზიკური და იურიდიული პირების კრედიტუნარიანობის და რისკების შეფასების, პრობლემური სესხების მართვის, პრაქტიკული საბანკო ოპერაციების და ბანკებში მუშაობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების კომბინირებულ სწავლებას, რასაც ემატება ტრეინერთა კვალიფიკაცია და ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს მსმენელების დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას, როგორც საოპერაციო მენეჯმენტში, ასევე გაყიდვების მენეჯერად და საკრედიტო ოფიცრად;

ჩვენ გთავაზობთ თქვენი კარიერული წინსვლისათვის საბანკო საქმის შემსწავლელ პროგრამებს ყველა პროფილური მიმართულებით:

1. საბანკო საქმის ინტენსიური კურსი, სტაჟირებით, ხანგრძლივობა 5 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1406&)
2. საბანკო მენეჯმენტის კურსი, სტაჟირებით, ხანგრძლივობა 5 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1502&)
3. ბანკის უნივერსალური მოლარე-ოპერატორის კურსი. ხანგრძლივობა 3 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1403&)
4. ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნების სწავლება, ხანგრძლივობა 2-5 დღე(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1229&),
5. საბანკო ეთიკა და მარკეტინგი, ხანგრძლივობა 2 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=963&),
6. ბუღალტრული აღრიცხვის კურსი, ხანგრძლივობა 9 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1228&),
7. საცალო და ბიზნეს საკრედიტო ოფიცრის კურსი, ხანგრძლივობა 3 კვირა(http://www.abg.org.ge/Admin1220790579.php?nid=1223&),ბ) კომერციული ბანკების და სხვა საკრედიტო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის:

ტრეინინგ კურსების ხანგრძლივობა 1 კვირიდან 5 კვირამდეა, ხოლო სტაჟირების ხანგრძლივობა ორი კვირაა და განკუთვნილია ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების მსურველთათვის, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური ფორმატით;

დამატებითი ინფორმაცია ჩვენს პროგრამებზე და დასაქმებულ პირებზე შეგიძლიათ იხილოთ ბმულებიდან: http://www.abg.org.ge/Admin1220790607.php და https://www.facebook.com/bec2007.page/

პროგრამის ხელმძღვანელი:

გიორგი ცუცქირიძე 1997 წლიდან დღემდე არის საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, უძღვება ლექციების კურსს - საბანკო, საკრედიტო და რისკ მენეჯმენტში, იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლექციების ციკლს საბანკო საქმეში და საფინანსო მენეჯმენტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საფინანსო და საბანკო სფეროებში მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მისი სტატიები და საექსპერტო კომენტარები პერიოდულად გადის ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედია საშუალებებში. არის ეკონომიკის, საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე 30-მდე ნაშრომის, სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი. მისი სატელევიზიო გამოსვლები და პუბლიკაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულიდან: http://www.abg.org.ge/Admin1371050292.php

2011 წლიდან არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის, დარგობრივი საბჭოს წევრი. 2000-2001 წლებში იყო Overcast Strategic Consulting, Ltd (OSC)/ USAID (Tbilisi ), და "SIBLEY International"/USAID (Tbilisi) პროექტების წამყვანი ტრეინერი; 1999-2002 წლებში იყო საქართველოს კომერციულ ბანკებში საბუღალტრო აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IAS) დანერგვის კომიტეტის წევრი; 2000-2003 წლებში უშუალოდ ხელმძღვანელობდა ბანკირთა გადამზადების პროგრამებს საბერძნეთის ცენტრალური ბანკის ტრენინგ ცენტრისა და გერმანიის შემნახველი ბანკების ასოციაციის "შპარკასე აკადემიის" (Savings Banks Foundation for International Cooperation - Sparkassen Akademie (Potsdam) ტექნიკური დახმარების საგრანტო პროგრამების ფარგლებში.

სერთიფიცირება:

პროგრამის დასრულების შემდეგ თქვენ აიღებთ:

1. კურსის გავლის ორენოვან სერთიფიკატს;
2. ასოციაციის წევრ ბანკებში და პარტნიორ საკრედიტო ორგანიზაციებში წარსადგენ სარეკომენდაციო წერილს, რაც კადრების შერჩევის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, ჩაითვლება უპირატესობად.

რეგისტრაციისათვის CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგი ელ-ფოსტით: bec_trening@yahoo.com ან abg_press@yahoo.com და "subject"-ში მიუთითოთ თქვენს მიერ არჩეული კურსი. მაგალითად: - "ბანკირთა მომზადების სასერთიფიკატო კურსი, პროფესიული სტაჟირებით! "

ადგილზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტ. შევჩენკოს ქ.#5(ამოსასვლილი რუსთაველის გამზირიდან, ლესია უკრაინკას ქუჩიდან, პირველი სკოლის უკანა მხარე).
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 599 10 32 44.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე