მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 4 მაი
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან გამოჩნდა ქართული წარმოების ბაზარზე. "მარშეს" წარმოება ქართველ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის 2200-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს შემდეგი 4 კატეგორიიდან: ნახევარფაბრიკატები, თევზის პროდუქტები, პურ-ფუნთუშეული, ძეხვეული. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის უზრუნველყოფა, მათთვის ახალი და მრავალფეროვანი პროდუქციის, პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა. ჩვენ პატივს ვცემთ და თანაბარ შესაძლებლობებს ვაძლევთ ყველა თანამშრომელს განუსხვავებლად მათი ასაკისა, სქესისა და ეთნიკური წარმომავლობისა.

"მარშე" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
ხელფასი: 360 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვა;
** ავტომანქანის გამართული ტექნიკურ მდგომარეობის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა;
** საშუალო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marshe.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "მძღოლი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 04 მაისი, 2017 წელი, 00:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე