პრობლემური სესხების ოფიცერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი - ქუთაისი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის თანამდებობაზე ქ. ქუთაისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვადაგადაცილებაში მყოფ კლიენტებთან:

- სატელეფონო კომუნიკაცია;
- ვიზიტების განხორციელება;
- მოლაპარაკებების წარმოება.

** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა;
** საქმიანობის შედეგების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პრობლემური სესხების მიმართულებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** მართვის მოწმობა;
** საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (შაბათ-კვირის ჩათვლით): 10:00-18:30;
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 30.04.2017. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ქუთაისში პრობლემური სესხების ოფიცერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე