ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 7 მაი
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს ტრენერის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი ხუთი სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა)

ძირითადი მოვალეობები:

** ქსელის მასშტაბით სავალდებულო ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარება;
** ქსელის მასშტაბით სავალდებულო ტრენინგ მოდულების შექმნა და ჩატარება;
** ტრენინგ მოდულების მუდმივად განვითარებასა და განახლებაზე ზრუნვა;
** ჩატარებული ტრენინგების შესახებ რეპორტის მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სოციოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია სერთიფიკატი ტრენერთა ტრენინგში;
** სავალდებულოა სერვისის და მომსახურების სტანდარტების ტრენინგების ჩატარებისა და მოდულის შექმნის გამოცდილება;
** პრიორიტეტულია soft skills მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 07 მაისი, 2017.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/treneri-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე